კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა ისაუბრა ლა ლიგის მეცამეტე ტურის შეხვედრაზე, რომელშიც “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. ესპანელი ფეხბურთელი აცხადებს, რომ მას ურჩევნია ეს შეხვედრა შაბათს, 27 ნოემბერს ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ორი ესპანური გრანდი დაუპირისპირდება კვირას, 28 ნოემბრეს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ამ დღეს კატალონიაში დანიშნულია საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ უსაფრთხოების მიზნით ეს მატჩი ერთი დღის შემდეგ, ან ერთი დღით ადრე უნდა ჩატარდეს. “ბარსელონას” ხელმძღვანელობას სურს, რომ ეს მატჩი ორშაბათს გაიმართოს, რადგან “ბარსამ” იმავე კვირაში უნდა გამართოს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა და შაბათისათვის გუნდი ძალების აღდგენას ვერ მოასწრებს.
რაც შეეხება ჩავის, მან განაცხადა: “მე მირჩევნია ეს მატჩი ჩატარდეს შაბათს და არა კვირას, რადგან ჩვენ ბევრი გულშემატკივარი დაგვაკლდება, მაგრამ საწუხაროდ ეს გადაწყვეტილება ჩვენზე არ არის დამოკიდებული.