კატალონიური სპორტის გამოცემის მიხედვით “ბენფიკა” სერიოზულად ინტერესდება, “ბარსელონა ბ” – ს ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელით ნოლიტოთი.
ნოლიტო სეგუნდა–ში მნიშვნელოვანი ფიგურაა კატალონიური გუნდისათვის. იგი მეორე გუნდის უცვლელი წევრია, მას ძალიან კარგი დრიბლინგი აქვს, საკმაოდ სწრაფი არის და აქვს ასევე ძალიან კარგი და ზუსტი დარტყმა, რაც არაერთხელ წარმოუჩენია სეგუნდა დივიზიონში. ნოლიტომ პირველი გუნდის მაისურიც არაერთხელ მოირგო, ასევე იყო ძირითად შემადგენლობაშიც თასზე “სეუტას” წინააღმდეგ, მან თავისი კარგი თვისებები ამ მატჩში წარმოაჩინა, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ეს ყოველივე მსოფლიო ფეხბურთის თვალთახედვის არეალს არ გამორჩენია, პორტუგალიური “ბენფიკა” ნოლიტოთი სერიოზულად ინტერესდება და მზად არის მასში 10 მილიონი გადაიხადოს.