ესპანურმა გამოცემა El Mundo Deportivo-მ თავის მომხმარებლებს შორის ჩაატარა გამოკითხვა იმის დასადგენად, უნდა დატოვოს თუ არა ლიონელ მესიმ არგენტინის ეროვნული ნაკრები.
გამოკითხვის შედეგების თანახმად, ფეხბურთის გულშემატკივართა უმრავლესობა, კერძოდ, გამოკითხულთა 84 პროცენტი თვლის, რომ მესიმ, კოპა ამერიკაზე წარუმატებლობის გამო გაკრიტიკების შემდეგ, ნაკრებში აღარ უნდა ითამაშოს.
ლეო მესი კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს. ჩილესა და არგენტინას შორის გამართული შეხვედრის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ხერარდო მარტინოს გუნდი 4-1 დამარცხდა. არგენტინელთაგან ერთადერთი პენალტი მესიმ გაიტანა.