workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: მარტინ მონტოია მილანის “ინტერის” ფეხბურთელია

ოფიციალურად: მარტინ მონტოია მილანის “ინტერის” ფეხბურთელია

“ბარსელონას” მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია მომავალი სეზონიდან მილანის “ინტერის” ღირსებას დაიცავს.

კლუბები შეთანხმდნენ, რომ მონტოია “ინტერში” არენდით, ერთი სეზონი ითამაშებს. კონტრაქტის გახანგრძლივება ავტომატურად მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელი გარკვეული რაოდენობის მატჩებს ჩაატარებს. ამის შემდეგ, მილანურ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნება.

3 სეზონი და 66 მატჩი

25 წლის მარტინ მონტოია “ბარსას” ტოვებს, მას შემდეგ რაც მან პირველ გუნდში 3 სეზონში მონაწილეობა მიიღო 66 მატჩში და გაიტანა 2 გოლი. იგი “ბარსელონას” 8 წლის ასაკში შეუერთდა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2010/11 წლებში, პეპ გუარდიოლას მწვრთნელობის დროს ქონდა.

2012/13 წლების სეზონში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ეს მისთვის ყველაზე აქტიური სეზონი იყო ამ დროისთვის. 2013/14 წლებში კი 19 მატჩი ჩაატარა. ამ დროის განმავლობაში მან მოიგო 2 ლა ლიგა, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward