ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს, ხუან კუადრადო აღარ სჭირდება და ის “ბარსელონას” შესთავაზა. ამ ინფორმაციას ესპანური Sport ავრცელებს.
წყაროს ცნობით, მიუხედავად ლონდონელების შეთავაზებისა, კატალონიური კლუბის სამწვრთნელო შტაბს კოლუმბიელი შემტევი ნახევარმცველი აღარ აინტერესებს.
“ბარსელონა” კუადრადოს გასულ ზაფხულში აკვირდებოდა, თუმცა მაშინ კატალონიელებმა მისი ტრანსფერის განხორციელება ვერ შეძლეს.


