workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯგუფი ბრაზილიამაც მოიგო

ჯგუფი ბრაზილიამაც მოიგო

ბრაზილიის ნაკრებმა კოპა ამერიკას ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაასრულა. “სელესაომ”, რომლის შემადგენლობაშიც დანი ალვესმა სრულად ითამაშა, ჯგუფის ბოლო ტურში, ვენესუელა ანგარიშით 2:1 დაამარცხა და პირველი ადგილი დაიკავა.

კოპა ამერიკაზე სულ 3 ჯგუფი იყო და სამივე იმ გუნდებმა მოიგეს, რომლებშიც “ბარსელონას” ფეხბურთელები თამაშობდნენ. კლაუდიო ბრავოს ჩილემ პირველი ადგილი A ჯგუფში დაიკავა, ხავიერ მასკერანოსა და ლიონელ მესის არგენტინამ B ჯგუფი მოიგო, ხოლო დანი ალვესისა და ნეიმარის ბრაზილიამ – C ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ ნეიმარი, დისკვალიფიკაციის გამო ვერ თამაშობს.

1/4-ფინალური წყვილები ასე გამიყურება:

25.06.15, 03:30 – ჩილე-ურუგვაი

26.06.15, 03:30 – ბოლივია-პერუ

27.06.15, 03:30 – არგენტინა-კოლუმბია

28.06.15, 01:30 – ბრაზილია-პარაგვაი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward