კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსელონა” და ილქაი გიუნდოგანი მოლაპარაკებებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაასრულებენ.
“ბარსელონა” რომ “დორტმუნდის” 24 წლის ნახევარმცველის შეძენითაა დაინტერესებული, ეს დიდი ხანია ცნობილია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ. უკანსკნელი ცნობებით, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება კვირა დღისთვის იგეგმება.