workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“სევილია” – მატჩის წინ

“ბარსელონა”-“სევილია” – მატჩის წინ

ტექნიკური ინფორმაცია: Liga BBVA, მე-9 ტური, შაბათი, 30 ოქტომბერი 2010 წელი, 23:55 საათი.
მთავარი მსაჯი: ჩავიერ ტურიენსო ალვარესი.
დამხმარე მსაჯები: ლუის კოტე საესი, აურელიო ასენსიო როდრიგესი.
მეოთხე მსაჯი: მიგელ სანჩეს-სეკო ოტერო.

სრული ინფორმაცია მოწინააღმდეგეზე
სატურნირო ცხრილი: მე-6 ადგილი, 14 ქულა, (4 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება)
ბურთების შეფარდება : 14:11
გასულ ზაფხულში, “სევილიამ” დაიმატა ევროპის მასშტაბით საკამოდ ძლიერი ფეხბურთელები:  მარტინ კასერესი, ჩიგარინი, ალექსისი და სენეგალელ-ფრანგი ფეხბურთელი, მამადუ დაბო. გუნდს აქვს რესურსი, რომ დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს ისეთ კლუბებს, როგორებიც არიან “ბარსელონა” და “რეალ მადრიდი”. მათ გამოცვალეს მწვრთნელი და დანიშნეს მანსანო, რომელიც მანამდე “მალიორკაში” მუშაობდა.
ძლიერი მხარე – შეტევაში დიდი ხანია უკვე 2 თავდამსმელი დგას, ლუიშ ფაბიანუ და კანუტე. ისინი მართლაც ძალიან კარგად ართმევენ ამას თავს. ნეგრედო და ალფარო- ორი ძალიან სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი.

სიახლეები კლუბებზე
“ბარსელონას” დაუბრუნდნენ ფეხბურთელები, ჩავი და მილიტო რომლებიც ახლახანს გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ არა სრულყოფილად.
“ბარსელონას”, “Fair Play”-ს მონაცემებით, ყველაზე ნაკლები ყვითელი ბარათი აქვს მიღებული

ტრავმირებულები
“ბარსელონა”: ხეფრენი
“სევილია”: პალოპი, გუარენტე, ნავაში.

დისკვალიფიცირებულები
“ბარსელონა”: არავინ
“სევილია”: ფერნანდო ნავარო

განაცხადები
“ბარსელონა”: ვალდესი, პინტო, ალვეში, პიკე, პუიოლი, მილიტო, მაქსველი, ადრიანო, აბიდალი, ჩავი, ინიესტა, ხეფრენი, მასკერანო, კეიტა, ბუსკეტსი, ბოიანი, პედრო, ვილია, მესი.
“სევილია”: ვარასი, ხიმენესი, კასერესი, ესკუდე, დაბო, ალექსისი, კონკო, ლუნა, რომარიჩი, ზოკორა, რენატო, ჩიგარინი, ალფარო, ნეგრედო, კანუტე, ფაბიანო, კარლოსი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward