მარკიზიო: “შანები 50/50-ზე არის”

მარკიზიო: “შანები 50/50-ზე არის”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალზე საუბრობს. 29 წლის ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ბერლინში გასამართ მატჩში შანსები 50/50-ზე არის.

“მეტოქის არ გვეშინია. კმაყოფილნი ვართ იმით, რომ ფინალაში თამაშის საშუალება მოგვეცა. გუნდში კარგი განწყობაა.

თუ სეზონის დასაწყისს გავიხსენებთ, არავის სჯეროდა, რომ “იუვენტუსი” ფინალში გავიდოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. თამაშამდე მშვიდად უნდა მივიდეთ და შევეცადოთ რაც შეიძლება კარგად მოვემზადოთ.

1996 წელს ვნახე, როგორ მოიგო “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგა. სამწუხაროდ, მას შემდეგ, მხოლოდ წაგების მომსწრე ვარ. ვიცით, როგორ ძლიერ უნდათ გულშემატკივრებს მოგება და როგორ უნდათ იგივე კლუბში. უნდა აღვნიშნოთ, რომ ფინალში შანსები 50-50-ზე არის.

“ბარსელონას” სათანადო პატივს ვცემთ. ამ გუნდს ფენომენალური შეტევა ჰყავს, რომელმაც 120 გოლი გაიტანა. თუმცა, ჩვენ კარგად ორგანიზებული და შეკრული გუნდი ვართ.”

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია