“მილანისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი აცხადებს, რომ “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ფინალში “იუვენტუსის” დამარცხება გაუჭირდება.
“ამჟამად, “ბარსელონა” მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კლუბია. თუმცა, “იუვენტუსი” გუნდია, რომელსაც დიდი გამოცდილება, იტალიური მენტალიტეტი აქვს, რადგან ამ კლუბში, განსხვავებით სხვა იტალიური გუნდებისგან, ბევრი იტალიელია. ასე რომ, “ბარსელონას” “იუვენტუსის” დამარცხება გაუჭირდება.”