workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
MD: გიუნდოგანმა “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

MD: გიუნდოგანმა “ბარსელონაში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

“დორტმუნდის” 24 წლის ნახევარმცველმა, ილქაი გიუნდოგანმა “ბარსელონასთვის” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას კატალონიური Mundo Deportivo ავრცელებს.

როგორც ცნობილია, გიუნდოგანი “დორტმუნდთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. მისი შეძენის სურვილს “ბარსელონა”, “ბაიერნი”, “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამენ. რამდენიმე დღის წინ, გერმანელი ფეხბურთელი ქალაქ ბარსელონაშიც იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიუნდოგანმა, მიუნხენში, “ბარსელონას” ექიმებთან სამედიცინო შემოწმება გაიარა, რაც მას “ბარსელონაში” გადასვლასთან აახლოვებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward