“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარკვლავი ნეიმარი, “დეპორტივოსთან” გასამართ მატჩში, მისთვის დამზადებული ახალი ბუცებით ითამაშებს.
ნეიმარს ბუცებს კომპანია “ნაიკი” უკერავს, რომელმაც ახალი ბუცის, Nike Hypervenom II-ის პრეზენტაცია მოახდინა. ეს ბუცი Hypervenom-ის ხაზის მე-2 ნაწარმია. ამ ბუცებით ნეიმარი, რობერტ ლევანდოვსკი და დანიელ სტარიჯი თამაშობენ. ივარაუდება, რომ ეს ფეხბურთელები ახალ ბუცებს უკვე მომდევნო შეხვედრებში მოირგებენ.