ეს გახლავთ “ელ პერიოდიკოს” ყოველკვირეული სტატია, რომელშიც იოჰან კრუიფი საფეხბურთო სამყაროში აქტუალურ მოვლენებს აანალიზებს. ორიგინალური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
“უკვე ერთი კვირაა, რაც კლუბის მთავარი ბოსები შეიკრიბნენ და გამოაქვეყნეს საინტერესო ფაქტები. მე ჯერ კიდევ გაოგნებული ვარ, როგორ მივიდნენ ისინი ამ რიცხვებამდე. მათ დაასკვნეს, რომ კლუბმა დაკარგა 48,7 მილიონი ევრო. ამან როგორც “ბარსას” ყოფილი წარმომადგენელი, მეც შემაშფოთა. ნუთუ ლაპორტა მართლაც ასე წარუმატებლად მოღვაწეობა ბოლო 7 წლის განმავლობაში? ბევრი ვეცადე, მაგრამ ვერანაირად ვერ მივედი ამ კატასტროფულ რიცხვებამდე.
ჩემთვის ზოგადად კლუბი სამი კრიტერიუმით განისაზღვრება: ეკონომიკურად, სპორტულად და სოციალურად. უკვე მრავალი წელიწადია ეს კლუბი თავის კოლეკტივზე და ფილოსოფიაზე დაყრდნობით ვითარდება და შენდება. მათ დააფუძვნეს დაწესებულებები, რომლებიც აკმაყოფილებენ სოციალურ ასპექტს, და შექმნეს სკოლა, რომლითაც მე დღემდე ვამაყობ. ეს სკოლა ეკონომიკურად და სპორტულად უმაღლეს დონეზე იმყოფება. მე ვაკვირდები “ბარსელონას” ამ სამი განმსაზღვრელი ფაქტორის გათვალისწინებით და მივდივარ დასკვნამდე, რომელიც რადიკალურად განსხვავდება კლუბის შეფების მიერ გამოტანილი განაჩენისგან.”
ეკონომიკური კრიზისი
“მოდით, დავბრუნდეთ შვიდი წლით უკან, როდესაც ლაპორტა პრეზიდენი გახდა. მან ჩაიბარა კლუბი, რომელსაც 60 მილიონიანი ვალი და პირველი წლისთვის 150 მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა. წარმოიდგინეთ ასეთი ფინანსური მდგომარეობა, მან დაიწყო ვალის გასტუმრება, რომელიც შემოსავლის ზუსტად 40%-ს შეადგენდა. რა ხდება სოციალურ ფრონტზე? საერთო ჯამში საინტერესო და ფასეული არც არაფერი. გუნდის სპორტული ფორმა დღევანდელის მსგავსი იყო, თუ უარესი არა და საჭირო გახდა გუნდის უშუალოდ საძირკველიდან შენების დაწყება.
იმ დღიდან მოყოლებული შეიქმნა გეგმა, რომელმაც მინიმალურ დროში გუნდის სამივე მხარე მაქსიმალურ დონემდე აიყვანა. თუ თვალს გადაავლებთ ბოლო 7-წლეულის წარმატებებსა და ჩავარდნებს, დამერწმუნეთ, ვერანაირ საბაბს ვერ დაინახავთ იმის საფიქრელად, რომ ამ კლუბს დღეს 50 მილიონიანი ვალი აქვს.
დღევანდელი კლუბის იმიჯი გაცილებით უკეთესია, ვიდრე 7 წლის წინ. “Unicef”-თან გარიგებისა და ამ დაწესებულების მუშაობის წყალობით, “ბარსას” პოპულარობა წარმოუდგენელ მწვერვალებს აღწევს. მეორე მხრივ, ამის წყალობით გუნდის სპორტული ფორმის დაკარგვის საშიშროება ჩნდება, მაგრამ ჩიკის, ფრანკისა და პეპის წყალობით ეს არ მოხდა. ახალი ფილოსოფია, რომელიც აქცენტს სახლში აღზრდილ ფეხბურთელებზე აკეთებს, ძალიან ეფექტურია, მაგრამ იგი ჯერ კიდევ საჭიროებს განვითარებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია.
ახლა უკვე კლუბის პრეზიდენტი წავიდა და დაგვიტოვა უამრავი ტიტული, დიდება და სახელი, რომლებსაც გაფრთხილება სჭირდება. ამ დროს ახალი ხელმძღვანელობა აქვეყნებს, ცოტა არ იყოს, გასაოცარ დასკვნებს. ლაპორტამ -40%-დან დაიწყო და +12%-ით დაასრულა. დასკვნის გამოტანა თქვენთვის მომინდია., მაგრამ ერთს ვიტყვი, სანდრო როსელმა გაცილებით უკეთესი “ბარსელონა” ჩაიბარა, ვიდრე ხუან ლაპორტამ.”
რამდენიმე კითხვა
“რამდენს იღებს “ბარსელონა” ტელევიზიებთან ურთიერთობის წყალობით? 150 მილიონ ევროს, ზუსტად იმდენს, რამდენიც კლუბის შემოსავალი იყო 7 წლის წინ. ეს ფენომენალური ნახტომია ასე მცირე დროში. რის ხარჯზე? სოციალური, ეკონომიკური და სპორტული ასპექტების გაუმჯობესების ხარჯზე.
რა ღირს “ბარსელონა”? მიუხედვად იმისა რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, ყველამ კარგად ვიცით, რომ კატალონიელი ფეხბურთლების ჯამური ფასი არანორმალურად დიდ თანხას მიუკაკუნებს. “ბარსა” მონაა იმ უაღრესად წარმატებული ფილოსოფიისა, რომელსაც დღეს ისინი მისდევენ. ჯერ მარტო “ლა მასიას” მოსწავლეებისგან შეიძლება ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება, რომ არაფერი ვთქვათ უცხოეთიდან ჩამოყვანილ პროფესიონალებზე.”
ფასდაუდებელი სასკოლო სისტემა
“იცით რას მივიღებთ, თუ ბოლო 7 წლის განმავლობაში აღზრდილი ფეხბურთელების სატრასფერო თანხას გამოვიანგარიშებთ? ამისთვის მხოლოდ მესიც კმარა. ნებისმიერმა იცის, რომ მესის ფასი 50 მილიონიან ვალს მხოლოდ და მხოლოდ წარსულის მოვლენად აქცევს. შემდეგ თუ დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დაამატოთ ინიესტა, ბუსკეტსი, პედრო, პიკე და ბოიანი. სიაში შეგნებულად არ შემყავს ვალდესი, ჩავი და პუიოლი, რომლებიც იმ დროს უკვე გამოდიოდნენ პირველი გუნდის შემადგენლობაში.”