ესპანური პრესა გამუდმებით საუბრობს “ბარსელონას” მომავალ ტრანსფერებზე, რომელიც შესაძლებელია იური ჟირკოვსაც შეეხოს. მოსკოვის “CSKA” -ს რუსმა ფეხბურთელმა ინტერვიუ მისცა კატალონიურ გაზეთ “Sport” -ს.
უყურებდით თუ არა პეპ გვარდიოლას მიერ შექმნილი გუნდის თამაშებს?
რა თქმა უნდა. რუსეთში ესპანური ფეხბურთი ყველას მოსწონს და მე ბევრი მატჩი ვნახე ამ სეზონში “ბარსას” შესრულებით, რომელიც ჩემი ფავორიტი გუნდია უკვე დიდი ხნის განმავლობაში. წელს მე მათი ბევრი თამაში ვნახე და ყველა იყო ფანტასტიური.
როდიდან გაქვთ “ბარსას” მიმართ სიმპათიები?
არ მახსოვს… ძალიან პატარა როცა ვიყავი, იმ დროიდან. მე ყოვეთვის მომწონდა იმ თამაშის სტილი და ფილოსოფია, რომელიც მათ ჰქონდათ.
“ბარსა” სავსეა ვარსკვლავებით. მესი, ჩავი, ინიესტა…. რომელია თქვენი ფავორიტი?
მთლიანად კლუბი. ყველა მათგანი დიდებულია. არ შემიძლია რომელიმე მათგანი გამოვყო, რადგან კლუბმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთა და ყველა ფეხბურთელი, რომელიც ამ გუნდში შედის მნიშვნელოვანია გუნდისთვის წარმატების მიღწევაში.
“ბარსელონას” გარდა თქვენს მიმართ, ისეთი კლუბები არიან დაინტერესებულები, როგორც, მაგალითად “იუვენტუსი” და “ჩელსია”… რას ფიქრობთ მათზე?
ეგ ამბები მხოლოდ ინტერნეტში და პრესაში ჩნდება, რადგან მოსკოვის “CSKA” -ს არანაირი შემოთავაზება არ მიუღია მათგან.
იცით რომ “ბარსელონას” მარცხენა მცველი სილვინიო წასვლას აპირებს და კლუბს სჭირდება მისი შემცვლელი…
დიახ ვიცი. მე ძლიან მსურს მათთან ერთად თამაში. “ბარსელონა” შესანიშნავი კლუბია, მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სამი მცველი აკლდათ, მაგრამ დაცვის ხაზი მაინც უშეცდომოდ გამოიყურებოდა.
ინგლისურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს თქვენ “ჩელსიში” გადახვედით, მართალია?
რა თქმა უნდა არა. მე ისევ “CSKA” -ში ვარ. ჩემ კლუბს არანაირი კონტაქტი არ ჰქონია არცერთ კლუბთან.
“ჩელსის” რუს მფლობელს რომან აბრამოვიჩს შეუძლია თქვენ მის კლუბში გადაგიყვანოთ?
არ ვიცი… მაგრამ მე კიდევ გავიმეორებ ჩემი საყვარელი კლუბი “ბარსაა”, და მსურს იქ თამაში. “ბარსელონა” ჩემთვის პირველი არჩევანია და ჩემი ოცნებაა მისი ნაწილი გავხდე.
ხედავთ თქვენ თავს “ბარსელონას” მოთამაშედ?
ფეხბურთში ყველაფერია შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ჯერ “ბარსელონამ” უნდა გააკეთოს რამე შემოთავაზება და შემდეგ “CSKA” უნდა დათანხმდეს.
წყარო fcbtransfers.blogspot.com