“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, “კორდობასთან” გასამართი შეხვედრის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
“ეს ლა ლიგაა და ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ. ამის შემდეგ კი შეგვიძლია, თავს კარგი ან ცუდი რამ შევმატოთ, ვიყოთ უფრო წარმატებულნი ან პირიქით.
როდესაც 4 მატჩია დარჩენილი, ყველა მნიშვნელოვანია
თვეების განმავლობაში გუნდმა აჩვენა თავისი შესაძლებლობა. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
თუ ყველა თამაშს მოვიგებთ, არ აქვს მნიშნელობა, რას გააკეთებენ დანარჩენი მეტოქეები. მხოლოდ ჩვენი გამარჯვებების გაგრძელებაზე ვფიქრობ.
ვერ გავჩერდებით. “ბარსას” მიზანი ყოველთვის ტიტულების მოგებაა. ჯერ არ გაგვიკეთებია ეს, მაგრამ ამის პირობები გვაქვს.
ის, რომ ლა ლიგისთვის სეზონის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, უპირატესობა არაა. მერჩივნა, რომ ის უკვე მოგებული გვქონოდა.
“კორდობა” რთულ სიტუაციაშია. ამ მატჩს მივუდგებით ისე, როგორც დანარჩენებს. დარწმუნებული ვარ, რომ გაგვიჭირდება, ამიტომ მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ.
მათ ლა ლიგაში დარჩენის დიდი შანსი არ აქვთ და ამიტომ, მათ შეიძლება თამაში უფრო თავისუფლად დაიწყონ. დარწმუნებული ვარ, რთული შეხვედრა იქნება.
ფეხბურთელებმა იციან, რომ, როდესაც მსაჯი იწყებს მატჩს, მეტოქესთან ერთნაირ პირობებში იმყოფებიან”.