პარასკევს, ჩავი ერნანდესმა, სხვა 10 ესპანელ ფეხბურთელთან ერთად ასტურიის პრინცის, ფელიპეს ჯილდო მიიღო. ამ დაჯილდოვებას კი წინ პატარა “არეულობა” უძღვოდა…
ყოვე წელს, ფელიპე ასტურიის პრინცის ჯილდოს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს აძლევს. იგი ესპანეთის მეფის, ხუან კარლოსისა და დედოფალი სოფიას შვილია და შესაბამისად ესპანეთის ტახტის მემკვიდრედაც ითვლება. როგორც “მსოფლიო ჩემპიონატის” გამარჯვებულებმა, ესპანეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მისი ჯილდოს მიღება შეძლეს. ცერემონიალზე წარმოდგენილი 10 ესპანელი ფეხბურთელი იყო: იკერ კასილიასი, პეპე რეინა, ფერნანდო ლიორენტე, კარლოს მარჩენა, ხესუს ნავასი, სერხიო რამოსი, ხუან მატა, ხავი მარტინესი, ხოან კაპდევილია და ჩავი ერნანდესი. თუმცა დაჯილდოვებაზე არ იმყოფებოდა დანარჩენი 13 “მსოფლიო ჩემპიონი”. 3 ფეხბურთელი “პრემიერ ლიგიდან” (ტორესი, ფაბრეგასი), 3 მადრიდის “რეალიდან” (ჩავი ალონსო, ალბიოლი, არბელოა) და 7–იც “ბარსადან” (ვალდესი, პიკე, პუიოლი, ინიესტა, ვილია, ბუსკეტსი და პედრო). ალბათ “ბარსას” ფეხბურთელების სიმრავლეს შეამჩნევდით…
“სარაგოსა” – “ბარსას” წინასამატჩო პრეს–კონფერენციაზე პეპ გვარდიოლას ჟურნალისტებმა ამ 7 ფეხბურთელის არ ყოფნის მიზეზებზე კითხეს, რაზეც მან ასეთი პასუხი გასცა: “მე ვთქვი, რომ ჩავი დაჯილდოვებაში მონაწილეობას მიიღებდა, თუ იგი სარაგოსაში არ გამოემგზავრებოდა. მე ვხვდები, რომ ესპანელებს ამ ყველა 8 ფეხბურთელის ნახვა სურდათ, მაგრამ მე შაბათს თამაში მაქვს და ვცდილობ კლუბისთვის საუკეთესო არჩევანი გავაკეთო.”
გვარდიოლას მსგავსად ფეხბურთელები არ გაუშვა მადრიდის “რეალის” მწვრთნელმა, ჟოზე მაურინიომ. კატალონიური ჟურნალის, “სპორტის” ცნობით ასტურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მაქსიმო მარტინესმა ამ ფაქტზე მწვავე რეაგირება მოახდინა.
“მაურინიო პორტუგალიელია, ხოლო გვარდიოლა კატალონიელი. ასე, რომ მათ არ იციან, თუ რას ნიშნავს “ასტურიის პრინცის ჯილდო”. განაცხადა მარტინესმა რადიო “მარკასთან” საუბარში.
გვარდიოლას ფესვების მიუხედავად მას ესპანეთის ნაკრებში ნათამაშები აქვს და მეტიც, მას 5 გოლიც აქვს გატანილი. 1992 წელს მან ესპანეთის ნაკრებსაც უკაპიტნა, როდესაც ესპანელები ოლიმპიადაზე გამოდიოდნენ. ამ ჩემპიონატის პირველი გოლი ესპანეთის რიგებში სწორედ პეპმა გაიტანა.
გვარდიოლას მხარდასაჭერდა “ბარსას” ოფიციალურმა საიტმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
ს.კ.”ბარსელონას” სურს, რომ გამოხატოს თავისი უკმაყოფილება ასტურიის ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. კერძოდ კი მისტერ მაქსიმო მარტინესის მიმართ, რომელმაც კომენტარი გააკეთა “ბარსას” მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას მიმართულებით.
ს.კ.”ბარსელონა” ფორმალურ საჩივარს შეიტანს “ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციაში” (RFEF), რადგანაც არ არის მიზანშეწონილი გააკეთო ასეთი განცხადებები ისეთი ადამინის მიმართ, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ერთ–ერთი მოწინავე ადგილი უკავია.