ესპანური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას შესაძენად.
როგორც ცნობილია, კატალონიურმა კლუბმა უკვე გააკეთა შეთავაზება და იტალიურ გრანდს ფრანგ ფეხბურთელში 70 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა ტურინელებმა ამაზე უარი თქვეს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, “ბარსას” სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა პოგბას შეძენის იმედს არ კარგავს. არაა გამორიცხული, რომ კატალონიელებმა სატრანსფერო ოპერაციაში თავისი ერთ-ერთი ფეხბურთელი ჩართოს, მაგალითად, მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია. ასევე ცნობილია ისიც, რომ “ბარსელონაში” გადასვლა თავად პოგბასაც სურს.