მარკ ბარტრა ძალიან ბედნიერი გახლდათ “პარკ დე პრანსზე” 3:1 გამარჯვების შემდეგ: “ეს არის ძალიან კარგი შედეგი, რადგან ურთულესია ლიგაზე გასვლითი მატჩების მოგება”. მიუხედავად ხელსაყრელი უპირატესობისა, ესპანელი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ გუნდი არ უნდა მოდუნდეს: “განმეორებით შეხვედრა ძალიან რთული იქნება. “პსჟ” შესანიშნავი გუნდია, ბრწყინვალე კოლექტივით. მათ ეს ყველაფერი ჯგუფურ ეტაპზე დაამტკიცეს და ამიტომაც მოგვიწევს მათ წინააღმდეგ დიდი ინტენსივობით ასპარეზობა”.
“უკვე 10 წელია, რაც “ბარსელონაში” ვარ, ოცნებაა აქ ყოფნა. ნახევარი ცხოვრება “ბლაუგრანაში” მაქვს გატარებული და ვიმედოვნებ, ასე იქნება სიცოცხლის ბოლომდე. ძალიან ბევრს ვშრომობ იმისათვის, რომ ვიმსახურებდე ამ გუნდში ყოფნას და იმედი მაქვს, სეზონს ბევრი ტიტულით დავასრულებთ”.
“წარმატების ერთ–ერთი მთავარი საიდუმლო თავდაუზოგავი შრომაა, თუმცა ასევე საჭიროა დასვენება და დიეტა. ლანჩსა და ვახშამს “სიუტატ ესპორტივა”–ზე მივირთმევთ, რაც გვეხმარება თავის საუკეთესოდ წარმოჩენაში”.