ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი დირექტორი პაველ ნედვედი ადასტურებს, რომ “ბარსელონა” “ბებერი სინიორას” ფრანგი ვარსკვლავის, პოლ პოგბას შეძენითაა დაინტერესებული.
“ვიცით, რომ “ბარსელონასა” და სხვა დიდ გუნდებს პოგბას შეძენა სურთ, მაგრამ მას “იუვენტუსთან” კონტრაქტი აკავშირებს.
პოგბა, ახლა, ტრავმირებულია და ის ძალიან გვაკლია. თუმცა, გუნდმა იცის რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მისი დანაკლისი უმტკივნეულო იყოს.”