ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “ლივერპულის” მარჯვენა მცველის, გლენ ჯონსონის აგენტმა მისი კლიენტის სამსახური “ბარსელონას” შესთავაზა.
“ბარსელონას” მარჯვენა მცველს, დანი ალვესს, კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. კატალონიელებმა ბრაზილიელისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზება გადაწყვიტეს, მაგრამ როგორც ირკვევა, მხარეები კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ხელფასზე ვერ თანხმდებიან, რაც ალვესის გუნდიდან წასვლის შანსს ზრდის.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონის ბოლოს კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება, “ლივერპულის” მარჯვენა მცველი გლენ ჯონსონია. კატალონიური Sport-ის ცნობით, ჯონსონი საკუთარ თავს “ბარსელონას” სთავაზობს. ტრანსფერის განხორციელებას ხელს ის უწყობს, რომ “ბარსას” ფეხბურთელის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ მოუწევს, მაგრამ პრობლემა ჯონსონის ხშირი ტრავმიანობაა. გარდა ამისა, სატრანფერო ბანის გამო, “ბარსელონა” ფეხბურთელის დარეგისტრირებას 2016 წლის იანვრამდე ვერ მოახერხებს.