მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალების წილისყრამ “ბარსელონას” “პარი სენ ჟერმენი” შეახვედრა, ორგანიზატორებმა თამაშების დროებიც დაადგინეს.
პირველი თამაში, რომელსაც პარიზი უმასპინძლებს, 15 აპრილს, ოთხშაბათს, თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. 6 დღის შემდეგ, სამშაბათს, 21 აპრილს, კვლავ 22 საათსა და 45 წუთზე, გუნდები ერთმანეთს უკვე ბარსელონაში შეერკინებიან.
“ბარსელონას”, პსჟ-სთან გასამართი მატჩების დროს, საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. ლუის ენრიკეს გუნდი, პარიზში გამგზავრების წინ, “სევილიას” ესტუმრება. პსჟ-სთან საშინაო დაპირსიპირების წინ, კატალონიელები “ვალენსიელებს” უმასპინძლებენ, ხოლო შემდეგ, ქალაქურ დერბიში, “ესპანიოლს” გასვლაზე შეხვდებიან.