workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

ინიესტა: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

გუშინ “კამპ ნოუზე” კატალონიელებმა “მანჩესტერ სითის” მოთამაშეებს უმასპინძლეს და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1-0 დაამრცხეს მეტოქე. მატჩის დაასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა “ბარსელონას” ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ. 

“დღევანდელ შეხვედრაში კარგად ვერ ვიასპარეზე ეს კი ჩემი სირცხვილია” – განაცხადა ესპანელმა. ფეხბურთელმა ჯო ჰარტი შეაქო: “ჰარტი ამ შეხვედრაში გადამწყვეტი მოთამაშე აღმოჩნდა, ის შესანიშნავად გმოიყურებოდა და არაჩვეულებრივად უმკლავდებოდა ერთი-ერთზე გასულ “ბარსელონას” მოთამაშეებს.” 

ფეხბურთელმა მცირე კომენტარი “ელ კლასიკოზეც” გააკეთა: “ჩვენ უამრავ “კლასიკოში” მიგვიღია მონაწილეობა. აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ ფორმაში იმყოფრბა ესა თუ ის გუნდი. ჩვენ მაქსიმალურად კარგად უნდა ვითამაშოთ და საუკეთესო შეხვედრა ჩავატაროთ. სეზონის დასრულებამდე არც თუ ისე ბევრი შეხვედრაა დარჩენილი და ახლა ყველაფერი მნიშვნელოვანია. შესანიშნავი იქნება, თუ კვირას ჩვენთვის დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გავართმევთ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward