workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლას ემოციური კომენტარი აგუეროზე: ჩვენთვის სერხიო განსაკუთრებულია

გვარდიოლას ემოციური კომენტარი აგუეროზე: ჩვენთვის სერხიო განსაკუთრებულია

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა მისი გუნდის თავდამსხმელ სერხიო აგუეროს, რომელიც “ბარსელონაში” გადმოდის, ემოციურად გამოემშვიდობა.

“ევერტონთან” თამაშის შემდეგ გვარდიოლამ აგუეროზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა.

აგუერო ძალიან გვიყვარს. ის ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ადამიანია. სერხიო შესანიშნავი, ბრწყინვალე პიროვნებაა. მან დიდი დახმარება გამიწია. მას ვერ შევცვლით, ეს არ შეგვიძლია.

არსებობს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც კლუბს ჰყავდა – ჯო ჰარტი, დავიდ სილვა. ისინი “სიტის” დაეხმარნენ, ყოფილიყო ის, რაც დღეს არის.

აგუერომ თავისი შესაძლებლობები 20 წუთში აჩვენა.

– განაცხადა გვარდიოლამ არგენტინელ შემტევზე, რომელმაც “სიტის” საშინაო არენაზე ბოლო მატჩი ჩაატარა.

ცნობისთვის, აგუერომ “ეტიჰადზე” გამართულ მის ბოლო თამაშში დუბლის შესრულება მოახერხა, რითაც მან უეინ რუნის რეკორდი მოხსნა და პრემიერ ლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთი კლუბის მაისურით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. სამხრეთ ამერიკელმა ვარსკვლავმა ინგლისის ჩემპიონატში 184 ბურთი გაიტანა.

სერხიო აგუერო “მანჩესტერ სიტის” უფასოდ ტოვებს. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელის “ბარსელონაში” ტრანსფერი ჩემპიონთა ლიგის ფინალის, ანუ 29 მაისის შემდეგ გაოფიციალურდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (17)

  • Tazo Sepiashvili
    schedule 24 მაი 2021, 18:36
    #17

    აი ეს არის საკუთარი ფეხბურთელის სიყვარული. როცა ასე აფასებ შენს მოთამაშეებს, ტირილამდე მიდიხარ მათ გულისთვის, გუნდში ეს იგრძნობა და საერთო ატმოსფერო ასმაგად უმჯობესდება. აბა ბარსელონას ხელმძღვანელობამ რა უქნა სუარესს. სანაგვეზე მოისროლეს ფაქტობრივად, თავდასხმელი რომელმაც საკუთარი გუნდი გააჩემპიონა წელს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რატომაც მიდის ბარსას საქმე უკან. expressionless

  • nika 54
    schedule 24 მაი 2021, 14:25
    #16

    პენალტი რო გააფუჭა ორი ტურის წინ, მაშინ მახსოვს დარტყმის მომენტში ის აზერი კომენტატორი რუნის ახსენებდა, ეტყობა სწორედ იმას ამბობდა, რო რეკორდსმენი ხდებოდა და და ამანაც ძალიან ლამაზად მოინდომა რეკორდზე გასვლა, პანენკათი რო დაარტყა.

  • Diana
    schedule 24 მაი 2021, 07:55
    #15

    როგორც ახლა ბოლო წუთებზე გაიტანა დუბლი , სწორედ ეგეთი აგუერო გვსურს ბარსაში 💙❤💙❤

  • Albicelecte
    schedule 24 მაი 2021, 03:31
    #14

    ციტატა: Bola
    ვაიმე ვაიმე რა აფერისტი კაცია :დ შოუმენიაა ძაან იცის კამერებზე მუშაობა. პიროვნულად ძაან ჩათლახია რა :დ უმაღლესი დონეა და მევასება მარა იმასაც ვხდები რომ ცუდი ტიპია :დ ძაან გნიდა კაცია :დ


    ჰარტი და ეტოო ახსენა სხვადასხვა ინტერვიუებში, ორივე თვითონ არ გააჩერა გუნდში smiley
    ეხლა ტურეს და იბრას დაუწყევს ქება-დიდებას smiley
    აფერისტი გაიძვერა, მაგრამ გენიოსია და ფინალში წარმატებას ვუსურვებ!!!! ლიგა უნდა დადოს barca-5

  • Bola
    schedule 24 მაი 2021, 01:46
    #13

    ვაიმე ვაიმე რა აფერისტი კაცია :დ შოუმენიაა ძაან იცის კამერებზე მუშაობა. პიროვნულად ძაან ჩათლახია რა :დ უმაღლესი დონეა და მევასება მარა იმასაც ვხდები რომ ცუდი ტიპია :დ ძაან გნიდა კაცია :დ

  • Albicelecte
    schedule 24 მაი 2021, 01:31
    #12

    ჯო ჰარტიო, პეპმა smiley
    მანამდე ეტოო, ბარსასთვისო smiley
    შვაინსტაიგერი და იბრაგა არ დაგავიწყდეს პეპ smiley smiley
    ჰო, კიდევ იაია ტურე smiley

  • Bakero
    schedule 24 მაი 2021, 00:45
    #11

    ვაიმე ვაიმე ეხლა ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი გრიზმანი რომ ამოაგდოს ძირითადიდან მერე რაღა გვეშველება ?! laughing laughing laughing ა ჰო ტრავმიანია ეგ ასე რომ ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელ გრიზმანს საფრთხე არ ემუქრება ! ჰო და თანაც დიიიდ სამუშაოს ასრულებს გრიზმანი ! (მართალია თავის გასაკეთებელს ვერ აკეთებს ! მაგრამ ეგ არაფერი დიიიდ სამუშაოს ასრულებს უკან ჩამოდის 5 ! მცველის დასახმარებლად !) laughing laughing laughing laughing

  • Clever liar
    schedule 24 მაი 2021, 00:34
    #10

    ციტატა: DE PE FA
    ჰაჰა ნაპოლიც იგებს ქეთი წავა ალბათ თუ ვერ გავიდა ლიგაზე იუვე


    ქეთი სკამზეა დღეს და მემგონი ისედაც მიდის, მარა გატუზოს დებილ დედას… ვალვერდე იყო ალბათ მაგის ბავშვობის კუმირი..

  • cezo45
    schedule 24 მაი 2021, 00:27
    #9

    იმედია ბარსელონასთვისაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება

  • ჯორჯ
    schedule 24 მაი 2021, 00:23
    #8

    ნეიმარი ტირილი წამოვა ნახევარ საათში

  • DE PE FA
    schedule 24 მაი 2021, 00:12
    #7

    ციტატა: Clever liar
    აი ზუსტად ამას ქვია ტრაკში ამოსმა ჩალაღლაღებით, რაც თურქმაზიმ აკადრა მილიარდიან დასტას 😀


    შიგ ჰელაიფაში შიგ მანიმარში და შიგ მესი რონალდოს ნაჯვარ მბაპეში შევიდა 35 წლის ილმაზი😄😄😄

    ჰაჰა ნაპოლიც იგებს ქეთი წავა ალბათ თუ ვერ გავიდა ლიგაზე იუვე😄ბარსელონას გარდა ყველამ გამახარა თითო დღე მაინც და ამ უდღეურებმა 1 მშვიდი საღამო არ მაღირსეს😄

  • ნოე
    schedule 23 მაი 2021, 23:59
    #6

    მაგრად მევასება გვარდიოლა

  • Clever liar
    schedule 23 მაი 2021, 23:57
    #5

    ციტატა: DE PE FA
    ბურააქ შე ბებერო😄მანიმარს მოკითხვა


    აი ზუსტად ამას ქვია ტრაკში ამოსმა ჩალაღლაღებით, რაც თურქმაზიმ აკადრა მილიარდიან დასტას 😀

  • C.PC5
    schedule 23 მაი 2021, 23:50
    #4

    პეპ ეგრე ძაან თუ გიყვარს და ვერ ელევი გამოყევი შენც🥺🥺🥺🥺❤️

  • DE PE FA
    schedule 23 მაი 2021, 23:48
    #3

    ბურააქ შე ბებერო😄მანიმარს მოკითხვა

  • M10 S9 D11
    schedule 23 მაი 2021, 23:44
    #2

    ტიპი გამოვიდა და ხუთ წუთში დუბლი ტენა და ვიღაცეები ამბობენ რათ უნდოდა ბარსას აგუეროო ზუსტად ესეთი შემსრულებელი გვაკლდა წელს ჰალანდის ფული არაა და უფასოდ აგუეროზე კაის ვერავის მოიყვანდნენ ამას პლიუს დეპაი დაემატება და მარტო მესი არ გვეყოლენა გამტანი

  • Joakim Brodén
    schedule 23 მაი 2021, 23:25
    #1

    ლილი საფრანგეთის ჩემპიონი ხდებაააა
    ნადვილად ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო პსჟსთან 2025 წლამდე გახანგრძლივება….