workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დემიკელისი: “თუ მესი ფორმაშია, მისი შეჩერება შეუძლებელია”

დემიკელისი: “თუ მესი ფორმაშია, მისი შეჩერება შეუძლებელია”

“მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველი მარტინ დემიკელისი “ბარსელონაში” მოთამაშე თანამემამულის, ლიონელ მესის მისამართით საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

“მე იმ ადამიანების რიგებს მივეკუთვნები, რომლებიც მესის თამაშით აღფრთოავანებულები არიან. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ლეო ფორმაშია, როგორც ახლა.

როდესაც ლეო მესი ფორმაშია, მასთან ტაქტიკურად გამკლავება შეუძლებელია, რადგან ის არაპროგნოზირებადია. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთლია. თუმცა, ფეხბურთი გუნდური სპორტია. ჩვენ გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩის წინ ყველა მესიზე საუბრობდა, მაგრამ გოლები ლუის სუარესმა გაიტანა. “ბარსელონას” შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც თამაშის ბედის ნებისმიერ მომენტში გადაწყვეტა შეუძლიათ.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward