workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “სტოიჩკოვი და კუმანი – ჩემი ბავშვობის კუმირები”

პიკე: “სტოიჩკოვი და კუმანი – ჩემი ბავშვობის კუმირები”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე Facebook-ის თავის გვერდზე გულშემატკივართა კითხვებს პასუხობს.

– რა უფრო მოგწონთ – დაცვა თუ გატანა?

– დაცვა! თუმცა, რა თქმა უნდა, გოლის გატანა შესანიშნავი გრძნობაა მცველისთვის.

– გაიხსენეთ თქვენი გატანილი საუკეთესო გოლი?

– 2:6 “სანტოაგო ბერნაბეუზე”.

– გახსოვთ პირველი გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე?

– დიახ, “ფენერბახჩეს” წინააღმდეგ. 17 წლის ვიყავი.

– რა არის ყველაზე კარგი რამ ჩემპიონთა ლიგაზე?

– ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა თამაშის წინ… და მსოფლიოში საუკეთესოს წინააღმდეგ თამაში.

– თავდამსხმელები, რომელთა წინააღმდეგაც ყველაზე მეტად გიჭირთ თამაში?

– კრიშტიანუ რონალდუ და დიდიე დროგბა.

– საყვარელი ფეხბურთელები “მანჩესტერში” თამაშის დროს?

– რუუდ ვან ნისტერლოი, უეინ რუნი და კრიშტიანუ რონალდუ.

– კვლავ გიყვართ “მანჩესტერი”?

– დიახ, ნამდვილად კარგი დრო გავატარე იქ.

– რა იყო თქვენი საყვარელი კერძი ინგლისში?

– თევზი და ჩიფსი! ვხუმრობ…

– თქვენი საუკეთესო მომენტი “ბარსაში”?

– სეზონი, როდესაც ტრიპლეტი მოვიგეთ.

– ხერარდ, როგორ ფიქრობთ, გუნდს შეუძლია ტრიპლეტის გამეორება? ინდოეთში ყველას უყვარხართ…

– ვფიქრობ, რომ ამ სეზონში წარმატებებს მივაღწევთ… სხვათა შორის, მიყვარს ინდოეთი.

– საუკეთესო მცველი, რომელთანაც ოდესმე გითამაშია?

– კარლეს პუიოლი და რიო ფერდინანდი.

– გენატრებათ პუი და სესკი გასახდელში?

– დიახ, ძალიან!

– ვინ იყვნენ თქვენი კუმირები ბავშვობაში?

– ხრისტო სტოიჩკოვი და რონალდ კუმანი.

– მესი საუკეთესოა, რომელთანაც ოდესმე გითამაშიათ?

– უდავოდ!

– გცნობთ მილანი ტელევიზორში, როდესაც მატჩებს უყურებს?

– დედამისი ამბობს, რომ კი.

– საშა უფრო მეტად შაკირას ჰგავს თუ თქვენ?

– უფრ მეტად მე.

– ფეხბურთი რომ არ არსებობდეს, რომელის სპორტით დაკავდებოდით?

– კალათბურთით ან ჩოგბურთით.

– მოგწონთ NBA? რომელია თქვენი საყვარელი გუნდი?

– მომწონს! ჩემი საყვარელია გუნდია “სან ანტონიო სპერსი”. ტიმ დანკანი, ტონი პარკერი და ემანუელ ჯინობილი უბრალოდ წარმოუდგენლად თამაშობენ.

– თქვენი საყვარელი მსახიობები?

– ლიამ ნისონი და დენზელ ვაშინგტონი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward