workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის ენრიკე vs პაკო ხემესი: როდესაც ისინი ფეხბურთელები იყვნენ

ლუის ენრიკე vs პაკო ხემესი: როდესაც ისინი ფეხბურთელები იყვნენ

კვირას 15:00 საათზე “კამპ ნოუზე” ერთმანეთს “ბარსელონა” და “რაიო” შეხვდებიან, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაში გუნდების გარდა ერთმანეთს მწვრთნელებიც დაუპირისპირდებიან. ორივე მწვრთნელს თავის დროზე შესანიშნავი საფეხბურთო კარიერა ჰქონდა. მათ კი, როგორც ფეხბურთელებს, ერთმანეთის წინააღმდეგ 11 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აქედან 4–ჯერ გამარჯვება ლუის ენრიკემ მოიპოვა, ორი მატჩი ფრედ დასრულდა, 6–ჯერ კი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი დამარცხდა. ლუის ენრიკე “რეალ მადრიდისა” და “ბარსელონას” რიგებში ასპარეზობდა, პაკო ხამესს კი სხვადასხვა დროს მორგებული აქვს ისეთი კლუბების მაისურები, როგორიცაა: “რაიო ვალიეკანო”, “დეპორტივო” და “რეალ სარაგოსა”.

მათი პირველი დაპირისპირება ახლა უკვე მწვრთნელების რანგში 2010/11 წლების სეზონზე შედგა, როდესაც ენრიკე “ბარსა ბს” მწვრთნელი იყო, ხემესი კი “ლას პალმას” ედგა სათავეში. აღნიშნული შეხვედრა ფრედ, ანაგრიშით 2–2 დასრულდა. გასულ სეზონზე კი პაკოს მიერ გაწვრთნილმა “რაიომ” ლუის ენრიკეს “სელტას” ორივე შეხვედრაში სძლია, შესაბამისად ანგარიშით 2–0 და 3–0. მიმდინარე სეზონზე “ბარსელონამ” “რაიო” ორბურთიანი სხვაობით, ანგარიშით 2–0 დაამარცხა. 

El gol de Luis Enrique a Paco Jémez by fcbarcelona

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward