workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დღეს ვალდესი ვერ ითამაშებს…

დღეს ვალდესი ვერ ითამაშებს…

როგორც კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემა, “სპორტი” იტყობინება, “ბარსას” პირველი მეკარე, ვიქტორ ვალდესი შეუძლოდაა და დიდი შანსია იმისა, რომ მან დღევანდელი მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს…

ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსას” მთავარი მეკარე, ვიქტორ ვალდესი თავს შეუძლოდ გრძნობს. თურმე ვიქტორს მთელი ღამე სიცხე ქონდა.

მისი პირველი შემცვლელი რაღა თქმა უნდა პინტოა, რომელიც “ბარსას” მაისურით “ჩემპიონთა ლიგაზე” წელს ჯერ არ გამოსულა. 2003/04 წლებში მას ქონდა ბედნიერება “ჩემპიონთა ლიგაზე” ჩაეტარებინა რა ჯგუფური ეტაპის 5 მატჩი. მაშინ იგი “სელტა ვიგოს” რიგებში ირიცხებოდა. ასევე გამოძახებულია “ბარსა ბ”–ს მეკარე, რუბენ მინიო.

ბოლოს ვალდესმა “ჩემპიონთა ლიგაზე” მატჩი 2008 წლის 9 დეკემბერს გამოტოვა. მაშინ “ბარსა” დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ გამოდიოდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward