როგორც Sport იტყობინება, “მილანის” ყოფილი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა, რომელიც “ბარსელონას” ტექნიკური კომეტიეტის წევრი გახდა, უკვე შეუდგა თავისი მოვალეობების შესრულებას.
ბრაიდა კატალონიურ კლუბს 3 ფეხბურთელს სთავაზობს. ესენი არიან: “პორტუს” მარჯვენა მცველი დანილო, “პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველი მარკო ვერატი და “პალერმოს” თავდამსხმელი პაულუ დიბალა. აღსანიშნავია, რომ დანილოს მომსახურებით სერიოზულადაა დაინტერესებული მადრიდის “რეალიც”, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ამ საკითხთან დაკავშირებით, უკვე გაემგზავრა პორტუგალიაში.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს სანქციების გამო, რომელიც 2016 წლის იანვრამდეა ძალაში, “ბარსელონა” ფეხბურთელების დამატებას ვერ შეძლებს. ესპანური გრანდი არასრულწლოვანი ფეხბურთელების ტრანსფერებში დაშვებული დარღვევების გამო დაისაჯა. მოგვიანებით, კატალონიურმა კლუბმა FIFA-ს გადაწყვეტილება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) გაასაჩივრა, მაგრამ არბიტრაჟმა კლუბი არ გაამართლა.