დღეს, “ბარსელონამ” ტექნიკური კომიტეტის ახალი წევრები წარადგინა, რომლებიც, პირველ რიგში, სატრანსფერო საკითხებით იქნებიან დაკავებულნი.
ტექნიკური კომიტეტში ოფიციალურად გაწევრიანდნენ კარლეს რეშაკი და არიედო ბრაიდა, რომლებმაც დღეს დილით კლუბთან კონტრაქტი გააფორმებს. გარდა რეშაკისა და ბრაიდასი, კომიტეტის წევრები გახდნენ ჟორდი მესტრე და ხავიერ ბორდასი.
კომიტეტი იმუშავებს პირველი გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ლუის ენრიკესა და აკადემიის დირექტორთან, ჟორდი როურასთან შეთანხმებით.
კომიტერის წევრები
ჟორდი მესტრე
ჟორდი მესტრე დაიბადა ბარსელონაში 1962 წლის 14 სექტემბერს. ის სწავლობდა IESE-ში. მესტრე პრეზიდენტია Expo Hotels & Resorts-ისა, რომელიც, სხვათა შორის, ფლობს რამდენიმე სასტუმროს: Princesa Sofía, Torre Catalunya i Expo, Expo València, Mare Nostrum Resort და Hotel Don Carlos. ის ასევე არის Gremi d’Hotels de Barcelona-ის ვიცე-პრეზიდენტის კოორდინატორი და ბარსელონას ტურიზმის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. ამასთანავე, მესტრე კლუბის წარმომადგენელია პროფესიული ფეხბურთის ლიგასა (LFP) და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში (RFEF).
ხავიერ ბორდასი
ხავიერ ბორდასი დაიბადა 1961 წლის 5 მარტს. მას დამთავრებული აქვს ESADE. ბორდასი Grupo Costa Este-ს პრეზიდენტია, რომელიც მოიცავს გასართობ დაწესებულებებსა და რესტორნებს.
კარლეს რეშაკი
კარლეს რეშაკი დაიბადა 1947 წლის 13 იანვარს ბარსელონაში. მან მთელი თავისი პროფესიული კარიერა “ბარსელონაში” გაატარა, ითამაშა 665 შეხვედრაში და გაიტანა 211 გოლი. 1981 წელს კარიერის დამთავრების შემდეგ ის ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა. რეშაკი იყო ლუის არაგონესისა (1987-88) და იოჰან კრუიფის (1988-96) დამხმარეც, 2001/02 სეზონში კი ის გუნდს თავად მწვრთნელი.
არიედო ბრაიდა
არიედო ბრაიდა დაიბადა პრესენიკოში (იტალია) 1949 წელს. საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა იტალიის სხვადასხვა გუნდში. ბრაიდა, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის არიგო საკის ლეგენდარული გუნდის ჩამოყალიბებაში, 25 წელზე მეტი იყო “მილანის” სპორტული დირექტორი (1986-2013). ის გასულ წელს “სამპდორიაში” მოღვაწეობდა.
[media=http://www.youtube.com/watch?v=2r5mz3Ve56o]