“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ადასტურებს, რომ “მილანის” ყოფილი სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა კატალონიურ კლუბში იმავე თანამდებობაზე მუშაობას დღეს დაიწყებს.
“ბრაიდა “ბარსელონამ” მოიწვია და არა ბართომეუმ. მასთან კონტრაქტს დღეს გავაფორმებთ. დარწმუნებული ვარ, ის კარგ გუნდს შექმნის. არიედო კარლეს რეშაკს, ჟორდი მესტრესა და ხავიერ ბორდასს დაეხმარება. მათი მიზანი გუნდის მომდევნო სეზონისთვის მომზადება იქნება. ისინი ფეხბურთელების მოსვლასა და წასვლაზე, ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე იმუშავებენ და საინტერესო მოთამაშეებს დააკვირდებიან.
ახალგაზრდულ სისტემას ჟორდი როურა უხელმძღვანელებს. “ბარსელონას” ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია არ შეუძლია. თუმცა, უპირველესად, ყურადღებას ჩვენი სისტემის მოთამაშეებს მივაქცევთ.”