კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე ფეხბურთის დანიელ ლეგენდას, მიკაელ ლაუდრუპს განიხილავს.
გავრცელებული ცნობებით, “ბარსელონა” სპორტული დირექტორის პოსტზე არა ერთი, არამედ 4 ადამიანის დანიშვნას აპირებს. ეს იქნება ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელი ეყოლება. სპორტულ დირექტორთა ჯგუფში შევლენ თავად ბართომეუ, “მილანის” ყოფილი დირექტორი არიედო ბრაიდა და “ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი კარლოს რეშაკი. Sport-ის ცნობით, ბართომეუს ამ სამეულის ხელმძღვანელად “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელის, მიკაელ ლაუდრუპის მიწვევა სურს, რომელიც ამჟამად კატარში მწვრთნელად მუშაობს.