workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: გაბი და სიმეონე ნეიმარს შეურაცხყოფას აყენებდნენ

Sport: გაბი და სიმეონე ნეიმარს შეურაცხყოფას აყენებდნენ

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” შორის გამართული თამაშის შესვენების დროს, მადრიდული გუნდის ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ნეიმარს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

თუ წყაროს დავუჯერებთ, შესვენების დროს, გვირაბში, მადრიდელები ბრაზილიელ ფეხბურთელს ხელს კრავდნენ და მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ყველაზე მეტად გაბი გამოირჩეოდა, რომელმაც ამისთვის წითელი ბარათიც მიიღო. თავისი ფეხბურთელების დასახმარებლად საქმეში დიეგო სიმეონეც ჩაერია.

მეტოქე გუნდის წარმომადგენელთა ამ საქციელს ნეიმარმა მხოლოდ ღიმილით უპასუხა, რამაც მადრიდელები კიდევ უფრო აღაშფოთა. ისინი ბრაზილიელის ალყაში მოქცევას ცდილობდნენ, მაგრამ საქმეში ხერარდ პიკე ჩაერია, რომელმაც თანაგუნდელი გასახდელში შეიყვანა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward