workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
0 - 0
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რიბერი: “მესისთან და რონალდუსთან შანსი არავის აქვს”

რიბერი: “მესისთან და რონალდუსთან შანსი არავის აქვს”

მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთი ლიდერი ფრანკ რიბერი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ მისმა თნაგუნდელმა, მანუელ ნოიერმა “ოქროს ბურთის” მოგება ვერ მოახერხა. ფრანგის თქმით, ლიონელ მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან შანსი არავის აქვს, რაც ცუდია.

“2013 წელს ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, მაგრამ ყოველწლიურად ერთი და იგივე ხდება. უკვე აღარც ვიცი, რა უნდა გააკეთო “ოქროს ბურთის” მოსაგებად. ამისთვის მსოფლიოს ჩემპიონობაც კი არ ყოფილა საკმარისი. რას ვიზამთ. 2006 წელს კანავარო მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და “ოქროს ბურთიც” მოიგო. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მან, “ბაიერნთან” ერთად, ტიტულები მოიგო. გარდა ამისა, ნოიერი მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა, მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა. არ მესმის, რატომ ხდება ასე.

თუ “ბაიერნის” ფეხბურთელი სამეულში კვლავ მოხვდება, სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, ღირს თუ არა დაჯილდოებაზე წასვლა. რისთვის? მხოლოდ ფოტოსურათისთვის? რა თქმა უნდა, არა.

პირადად ჩემთვის, ეს აშკარა პოლიტიკაა, რაც არასწორია. თუ ცერემონიაზე მესი და რონალდუ იმყოფებიან, თავიდანვე ცხადია, რომ მესამეს არანაირი შანსი არ აქვს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward