პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” სრული შემადგენლობით ჩაიყვანს სევილიაში. ამ თამაშს კატალონიური კლუბისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საჩემპიონო რბოლაში.
ანდალუსიაში გამარჯვება “ბარსელონასთვის” ჩემპიონობის ტოლფასი იქნება. 21-კაციან შემადგენლობაში მოხვდა ახალგაზრდა ტიაგო ალკანტარა, ასევე ტრამვირებული ანდრეს ინიესტა და ერიკ აბიდალი, მაგრამ მათი თამაში თითქმის გამორიცხულია.
გამოსაჯანმრთელებელი პროგრამა
ხერარდ პიკე, სხვა ფეხბურთელებისგან მოშორებით, ვარჯიშობდა პარასკევს დილით. ესპანელი იმ ტრამვის მოშუშებას ცდილობს, რომელიც მარვენა ფეხზე აწუხებს და რომელიც “ტენერიფესთან” მატჩში მიიღო.
ცენტრალური მცელისა(პიკე) და ცენტრალური ნახევარმცველის(ინიესტა) გარეშე დარჩენილმა გვარდიოლამ კიდევ ერთხელ უხმო ახალგაზრდა ფეხბურთელს, ტიაგო ალკანტარას.
კარგი ატმოსფერო
ატმოსფერო ვარჯიშზე ძალიან კარგი იყო. ფეხბურთელები მშვენიერ ხასიათზე იყვნენ, მაგრამ ვარჯიშსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ. როგორც ჩანს, თითოეულმა მათგანმა იცის რა უნდა გააკეთონ, რათა “სევილიასთან” მატჩი სასურველი შედეგით დაასრულონ.