workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
სუარესი: „ვამაყობ, რომ ისეთ ლეგენდასთან ერთად ვთამაშობდი, როგორიც ჯერარდია“

სუარესი: „ვამაყობ, რომ ისეთ ლეგენდასთან ერთად ვთამაშობდი, როგორიც ჯერარდია“

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი, რომელიც კატალონიურ კლუბში გადასვლამდე “ლივერპულში” თამაშობდა, მისი ყოფილი თანაგუნდელი სტივენ ჯერარდის ინგლისური კლუბის სეზონის ბოლოს დატოვების გადაწყვეტილებას ეხმაურება.

2 იანვარს “ლივერპულმა” დაადასტურა, რომ გუნდის კაპიტანი ჯერარდი კლუბს მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს. სტივენი “წითლების” აღზრდილია და მათ შემადგენლობაში 1998 წლიდან თამაშობს. “ლივერპულში”, ამ მომენტში, მას ჩატარებული აქვს 695 მატჩი და გატანილი 180 გოლი.

“შენთან ერთად ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტები მქონდა. ვამაყობ იმით, რომ მოედანზე ისეთ ლეგენდასთან ერთად გამოვდიოდი, როგორიც შენ ხარ. აღფრთოვანებული ვარ ყველაფერით, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში “ლივერპულისთვის” გააკეთე, მეგობარო. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ.” – წერს სუარესი “ტვიტერზე”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward