როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ, “ლა ლიგას” ბოლო მატჩი წითელი ბარათის გამო გამოტოვა. ახლა კი მან შესაძლოა “ვალენსიასთან” მატჩში მუხლის ტრავმის გამო არ მიიღოს მონაწილეობა…
როგორც კატალონიური ყოველდღიური სპორტული გამოცემა, “სპორტი” იუწყება, “ბარსელონას” თავდამსხმელმა, დავიდ ვილიამ შესაძლოა “ვალენსიასთან” მატჩში მონაწილეობა არ მიიღოს, რაც მისი ტრავმის დამსახურებაა. გუშინ, შოტლანდიასთან მატჩში ვილიამ მარცხენა ფეხის მუხლის ტრავმა მიიღო. უფრო დეტალურად კი ინფორმაცია მის შესახებ მალე გავრცელდება. იგი შემოწმებას “ბარსას” ექიმებთან გაივლის.
თუ იგი შაბათის მატჩს გამოტოვებს, მაშინ “ბარსელონას” მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა იძულებული იქნება, რომ მის მაგივრად მოედანზე მესი, ბოიანი, ან ხეფრენი დააყენოს.
შეგახსენებთ, რომ ვილიამ თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი ვალენსიელთა შემადგენლობაში გაატარა და სწორედ ამ გუნდში ყოფნისას შეძლო მან საკუთარი შესაძლებლობების მთელი მსოფლიოსთვის ჩვენება.