კატალონიის ნაკრებში “ბარსას” 9 ფეხბურთელი გამოიძახეს

კატალონიის ნაკრებში “ბარსას” 9 ფეხბურთელი გამოიძახეს

ცნობილი გახდა კატალონიის ნაკრების განაცხადი 28 დეკემბერს ბასკების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის. ხერარდ ლოპესმა “ბარსელონას” შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:  მონტოია, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ბარტრა, ალბა, სერხი რობერტო, მასიპი და სერხი სამპერი “ბარსა ბ-დან”. განაცხადში ასევე არის დეულოფეუ, რომელიც განათხოვრებულია “სევილიაში”. ბასკების წინააღმდეგ ასევე ითამასებენ “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელები: სორიანო, ფონტასი და სერხი გომესი. 

კატალონიის ქალთა საფეხბურთო ნაკრებში გამოიძახეს “ბარსელონას” შემდეგი მოთამაშეები: ლაურა რაფოლსი, მართა თორეხონი, ვიკი ლოსადა, ალექსა პუტელასი და მართა კორედერა.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward