ესპანური ლიგის ოფიციალურმა საიტმა მიმდინარე თვის სიმბოლური გუნდი წარმოადგინა. იტყობინება, პრიმერა დივიზიონის ოფიციალური საიტი.
გთავაზობთ დეკემბრის თვის სიმბოლურ გუნდს: კამენი (“მალაგა”), ალბა (“ბარსელონა”), ალბენტოსა (“ეიბარი”), პიკე (“ბარსელონა”), ხუანფრანი (“ატლეტიკო”), ისკო (“რეალი”), ჩერიშევი (‘ვილიარეალი”), დარდერი (“მალაგა”), რონალდუ (“რეალი”), ვიეტო (“ვილიარეალი”), მესი (“ბარსელონა”).