workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბოიანის მამა: “გვარდიოლა ბოიანს სათამაშო დროს სტაბილურად არ აძლევდა”

ბოიანის მამა: “გვარდიოლა ბოიანს სათამაშო დროს სტაბილურად არ აძლევდა”

“სტოკ სიტის” თავდამსხმელის ბოიანი კრკიჩის მამამ მისი შვილის “ბარსელონაში” გატარებული დრო გაიხსენა, როდესაც გუნდს პეპ გვარდიოლა წვრთნიდა.

როგორც იცით, 24 წლის თავდამსხმელი “ბარსელონას” აღზრდილია. ბოიანმა კატალონიურ კლუბში 4 სეზონი ჩაატარა და 162 მატჩში 41 გოლი გაიტანა.

“გვარდიოლა ბოიანს სათამაშო დროს სტაბილურად არ აძლევდა. ესპანეთის თასზე ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პრიმერაში მან ერთი თუ ორი გოლის გატანა შეძლო, მაგრამ შემდეგ კვლავ არ უთამაშია რამდენიმე კვირის განმავლობაში. ეს ძალიან უცნაურია.

2010 წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გვარდიოლამ იბრაჰიმოვიჩი სათადარიგო სკამზე დატოვა. ბოიანმა ითამაშა და “სევილიასა” და “ტენერიფეს” გადამწყვეტი გოლები გაუტანა. როდესაც სეზონი დასრულდა, “ბარსელონამ” დავიდ ვილია შეიძინა.” – აცხადებს ბოიანის მამა.

უფროსმა კრკიჩმა ასევე გაიხსენა მისი შვილის მიმართ რამდენიმე კლუბის ინტერესი: “მახსოვს, როგორ ინტერესდებოდა “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოიანით, როდესაც ის 16 წლის იყო. ერთი თუ ორი წლის შემდეგ მის მიმართ სერიოზულ ინტერესს გამოთქვამდა “ჩელსი”. როდესაც “ლურჯებს” ლუის ფელიპე სკოლარი ხელმძღვანელობდა, კლუბის სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი ჩვენთან ჩამოფრინდა მოლაპრაკებების გასამართად. თუმცა, იმ დროს ბოიანს მხოლოდ “ბარსელონაში” თამაში სურდა.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward