“ბარსელონასა” და “ესპანიოლის” დამრიგებლები, ლუის ენრიკე და სერხიო, კატალონიურ დერბიში ერთმანეთს მერვედ დაუპირისპირდებიან. მათი ბოლო შერკინება 2001 წელს შედგა, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ფეხბურთელები იყვნენ.
1997/98 და 1999/00 წლებში, ლუის ენრიკეს “ბარსელონამ” სერხიო გონსალესის “ესპანიოლს” შინ ორივე თამაში მოუგო (3:0 და 4:2), ხოლო “ესპანიოლის” სტადიონზე გამართული ორივე დაპირისპირება 1:1 დასრულდა.
2000/01 წლების სეზონში, გუნდები ერთმანეთს ესპანეთის თასზე შეხვდნენ. “ბარსელონამ” სტუმრად 2:1 მოიგო, ხოლო შინ 1:1 ითმაშა და მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ლუის ენრიკე და სერხიო გარსია დერბიში ერთმანეთს ბოლოს 2001 წლის 5 მაისს, “მონჟუიკზე” დაუპირისპირდნენ. თამაში 0:0 დასრულდა.
როგორც ხედავთ, ლუის ენრიკესა და სერხიოს შორის აქამდე ჩატარებული 7 დერბიდან 3 “ბარსას” ამჟამინდელმა დამრიგებელმა მოიგო, ხოლო 4 ფრედ დასრულდა. ამ 7 თამაშში ორივე მათგანმა თითო გოლი გაიტანა.
მას შემდეგ, რაც სერხიო “ესპანიოლიდან” “დეპორტივოში” გადავიდა, ის და ლუის ენრიკე ერთმანეთს კიდევ 4-ჯერ შეხვდნენ და ამჯერად სერხიოს გუნდი უფრო ძლიერი გამოდგა. მისმა “დეპორტივომ” 3-ჯერ მოიგო, ხოლო ლუის ენრიკეს “ბარსელონამ” – მხოლოდ ერთხელ.
ზეგ, ლუის ენრიკე და სერხიო გონსალესი ერთმანეთს უკვე მწვრთნელის ამპლუაში დაუპირისპირდებიან.