დღეს “უესკამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და ანგარიშით 0-4 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა ანდრეს ინიესტამაც მიიღო. ამ უკანასკნელმა რამდენიმე შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა დღეს მოედანზე დაბრუნდა და გოლიც კი გაიტანა. მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს. “დიდნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნება არასდროსაა მარტივი. მაგრამ ამჟამად თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თამაშისას არანაირი დისკონფორტი არ მიგრძვნია, ამან კი დამშვიდების საფუძველი მომცა.”
მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი პედრო როდრიგესმა და სერხი სამპერმაც გააკეთეს
პედრო როდრიგესი
“ძალიან ბედნიერი ვარ რომ გოლის გატანა მოვახერხე, ახლა მთავარია ბევრი ვივარჯიშო და გუნდთან ერთად განვაგრძო თამაში.”
სერხი სამპერი
“ის გავაკეთეთ რაც ჩაფიქრებული გვქონდა, აღნიშნულ შეხვედრაში მშვენივრად ვიასპარეზეთ”
“ვიცოდით, რომ ისინი ძალიან მოტივირებულები გამოვიდოდნენ მოედანზე, თუმცა ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვიყავით და მატჩის დასაწყისშივე შევძელით გოლის გატანა.”
“4-0 შესანიშნავი შედეგია. განმეორებით შეხვედრაში ვეცდებით უკეთ ვითამაშოთ.”
“ყოველთვის ძალიან მშვიდი ვარ. ვცდილობ, ლუის ენრიკეს მიერ მოცემული შეაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენო. ყოველთვის, როდესაც პირველ გუნდში ვთამაშობ მსურს ყველას ვანახო, რომ ამ გუნდისთვის შესაფერისი მოთამაშე ვარ.”
“მატჩი ყველაზე მეტი გადაცემის გაკეთება ჩემთვის უცხო არაა, რადგან მსაგვსი შედეგი “ბარსა ბს” თამაშებზეც ხშირად მქონია.”