workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუარესი: “ბარსელონაში” გატანა ცოტა მიჭირს”

სუარესი: “ბარსელონაში” გატანა ცოტა მიჭირს”

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლუის სუარესი აღიარებს, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეტოქეების კარის აღება რთულია.

“გოლის გატანა ცოტა მიჭირს და იქმნება უცნაური შთაბეჭდილება, რადგან გატანა გინდა, მაგრამ ბურთი კარში არ შედის. გაღიზიანებული ვიყავი გაუქმებული გოლის გამო, რადგან დავინახე, რომ გოლი წესების დაცვის ფარგლებში გავიტანე. თუმცა, მუშაობა უნდა განვაგრძოთ. თითოეულ მატჩში მესისა და ნეიმარის უკეთ ვუგებ.” – აცხადებს სუარესი.

შეგახსენებთ, რომ სუარესმა ესპანეთის ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა, გოლი კი არ გაუტანია. ძირითად შემადგენლობაში მოედანზე ის 4-ჯერ გავიდა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward