workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიოვი “ბარსელონას” გაწვრთნას ისურვებდა

ლიოვი “ბარსელონას” გაწვრთნას ისურვებდა

El Mundo Deportivo-ს თანახმად, გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ესპანეთის ჩემპიონატში მუშაობას ისურვებდა.

ლიოვის კონტრაქტი გერმანელებთან ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ იწურება. მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონების მწვრთნელი, გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სიამოვნებით იმუშავებდა “ბარსელონაში”.

აღსანიშნავია, რომ ლიოვს ესპანეთის ნაკრების სათამაშო ფილოსოფია მოსწონს. როდესაც მისი ნაკრები ესპანეთთან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალში 0:1 დამარცხდა, ლიოვი მატჩის შემდეგ ესპანელების გასახდელში შევიდა და მათ კარგი თამაში და გამარჯვება მიულოცა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward