workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, გაწვრთნიდა თუ არა ბარსელონას

კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, გაწვრთნიდა თუ არა ბარსელონას

მადრიდის “რეალის” მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის, რომელიც ამ თანამდებობაზე ხელახლა სეზონის დასაწყისში დაინიშნა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, ისურვებდა თუ არა მომავალში “ბარსელონას” გაწვრთნას. 

დიდი პატივისცემის მიუხედავად, რომელიც “ბარსელონას” მსგავსი დიდი კლუბების მიმართ მაქვს, საკუთარი ისტორიის წინააღმდეგ ვერ წავალ. ჩემი ისტორია ამბობს, რომ მე “რეალს” ვწვრთნი და ამ გუნდთან ვარ დაკავშირებული. 

– ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal. 

“ბარსელონაში” რონალდ კუმანის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა, ცუდი შედეგების მიუხედავად, გამორიცხული არაა, რომ ის თანამდებობიდან ზაფხულამდე არ გათავისუფლდეს. სეზონის ბოლომდე მის პოტენციურ შემცვლელთა შორის იოახიმ ლიოვი, ანდრეა პირლო და კიდევ რამდენიმე კანდიდატია, სეზონის დასრულების შემდეგ კი დიდი ალბათობით გუნდს ჩავი ერნანდესი ჩაიბარებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • me da barca
    schedule 03 ოქტ 2021, 19:13
    #4

    ყველას პატივისცემის მიუხედავად, როცა შევამჩნევ მწვრთნელს, რომ ზოგიერთი დიდი გუნდის გაწვრთნის გამო ვაზელინი ხდება, მაგ ადამიანის მიმართ პატივისცემას ვკარგავ. ეს ეხება ანჩელოტისაც და კუმანსაც. ანჩელოტისთვის საყვარელი გუნდი წესით უნდა იყოს მილანი, მაგრამ რეალის გამო ყველანაირ ღირსებას კარგავს. როცა გააგდეს რეალიდან კინაღამ მოკვდა, ახლა როცა დაუძახეს სიხარულისგან კინაღამ გარეკა და ეს არც დაუმალავს. ცოტაც დააკლდა მადლობა ბატონი ფლორენტინის დაძახებამდე, თუმცა შეიძლება უთხრა კიდეც ცხრაჯერ. კუმანი? ეს ჩმორების მეფეა. უთავმოყვარე შნირი, რომელიც მზადაა დაიჩოქოს ოღონდ არ გაუშვან. არადა ღირსეული კაცი თვითონ გადადგებოდა. ვერ ჩამოვაყალიბე ისე, ღოგორც მინდოდა, მაგრამ მიმხვედრი მიხვდება.

  • Davita
    schedule 03 ოქტ 2021, 14:35
    #3

    ციტატა: cezo45

    ციტატა: nika 54
    კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, გაწვრთნიდა თუ არა ბარსელონას
    რა თქმა უნდა დღეს ადვილია თქმა, რომ იტალიელი კია მაგრამ გული "თეთრი" აქვს.
    აბა გვარდიოლა რო მიდიოდა მაშინ ეკითხათ ამ ბარსას თუ ჩაიბარებ-ო? მოირბენდა თუ არა ფეხით იტალიიდან. და არა მარტო ეგ. ყველა ვინც უკადრისობს დღეს ბარსას მწვრთნელობას. და ეს იმას ნიშნავს არავინ ნამდვილი მწვრთნელი მათ შორის არ არის. გამზადებულ გუნდში ანუ გაშლილ სუფრაზე პრობლემა არ ექნებოდათ არცერთს.

    ხოდა წარმოიდგინე საათივით აწყობილი ჰოოლანდიის ნაკრები დატოვა კუმანმა რომ ბარსაში მოსულიყო თან რა ბარსაში არეულ დარეული სუფრა გაშლილი კიარა მაგიდას ცალი ფეხი მოტეხილი აქვს. კიბატონო ვერ წამოაყენა ეს მაგიდა ფეხზე მაგრამ ხო სცადა

    კუმანს მშვენიერი ბარსა დახვდა, დღევანდელზე ბევრად ძლიერი, უბრალოთ სწორი მუშაობა იყო საჭირო მაგრამ ჩაისვარა და აღარ უნდა ახლა წმენდა, მერე ლაპორტა მოვიდა გუნდის ვარსკვლავები გაყარა თანაც უფასოდ, მესი პიანიჩი გრიზმანი გაუშვა 10 მლიონად, მანამდე სუარესი გაუშვა კუმანმა, ყველაფერი კუმანის და ლაპორტას ბრალია, პასუხისმგებლობის აღებას არცერთი არ აპირებს

  • cezo45
    schedule 03 ოქტ 2021, 11:57
    #2

    ციტატა: nika 54
    კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, გაწვრთნიდა თუ არა ბარსელონას
    რა თქმა უნდა დღეს ადვილია თქმა, რომ იტალიელი კია მაგრამ გული "თეთრი" აქვს.
    აბა გვარდიოლა რო მიდიოდა მაშინ ეკითხათ ამ ბარსას თუ ჩაიბარებ-ო? მოირბენდა თუ არა ფეხით იტალიიდან. და არა მარტო ეგ. ყველა ვინც უკადრისობს დღეს ბარსას მწვრთნელობას. და ეს იმას ნიშნავს არავინ ნამდვილი მწვრთნელი მათ შორის არ არის. გამზადებულ გუნდში ანუ გაშლილ სუფრაზე პრობლემა არ ექნებოდათ არცერთს.

    ხოდა წარმოიდგინე საათივით აწყობილი ჰოოლანდიის ნაკრები დატოვა კუმანმა რომ ბარსაში მოსულიყო თან რა ბარსაში არეულ დარეული სუფრა გაშლილი კიარა მაგიდას ცალი ფეხი მოტეხილი აქვს. კიბატონო ვერ წამოაყენა ეს მაგიდა ფეხზე მაგრამ ხო სცადა

  • nika 54
    schedule 03 ოქტ 2021, 11:23
    #1