იაგო ასპასი და ლუის სუარესი შაბათს ”კამპ ნოუზე” ერთმანეთს შეხვდებიან. გასული სეზონი ორივე ფეხბურთემა ”ლივერპულში” გაატარა. ერთად მათ 7 მატჩი ითამაშეს: აქედან ექვსი პრემიერ ლიგაში და ერთი თასზე. ორივე ფეხბურთელისთვის ”ჰაპ სიტისთან” თამაში განსაკუთრებულია. ამ შეხვედრაში მერსესაიდელებმა მეტოქე 2-0 დაამარცხეს. აღსანიშნავია ლუის სუარესის ულამაზესი ჯარიმა. ამ შეხვედრაში ანგარიში ურუგვაელმა გახსნა (1-0).
ასპასისა და სუარესის სტატისტიკა ”ლივერპულის” შემადგენლობაში ასე გამოიყურება. მათ მოედანზე ერთად 376 წუთი დაჰყვეს. ამჟამად, ასპასი არენდით ”სევილიას” ღირსებას იცავს. გასულ სეზონში პრემიერ ლიგაში სუარესმა 31 გოლის გატანა შესძლო. სულ ცოტა ხნის წინ კი ის ”ოქროს ბუცით” დააჯილდოვეს.