გამოვლინდა ნოემბრის თვის ვიქტორინის მე-2 ეტაპის გამარჯვებული, რომელიც მონაწილეობას ფინალურ ტურში მიიღებს და Mantis.ge-ს მიერ დაწესებული პრიზისთვის, “ბარსელონას” მაისურისთვის ბრძოლას განაგრძობს. გამარჯვებული გახდა მომხმარებელი ნიკით ZuraSharashenidze, რომელმაც ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა.
სწორი პასუხები ნოემბრის თვის მე-2 ტურის კითხვებზე:
1. რომელ გუნდს გაუტანა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი? – ლევერკუზენი
2. “ბარსელონას” რომელ ფეხბურთელს მოუგია ესპანეთის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ? – ჩავი ერნანდესი
3. რამდენი ყვითელი ბარათი მიიღეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ესპანეთის თასის 2012/13 წლების გათამაშებაში? – 15
4. “ბარსელონას” რომელმა ფეხბურთელმა მოიგო პირველად “ოქროს ბურთი”? – ლუის სუარესი
5. ვინ იყო “ბარსელონას” 11 ნომერი ნეიმარამდე? – ტიაგო ალკანტარა
6. ვინ არის “ბარსელონას” ფუტსალის გუნდის მთავარი მწვრთნელი? – მარკ კარმონა
7. ვინ იყო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდამდე? – რადომირ ანტიჩი
8. პირველად რომელ სეზონში მოახერხეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა როგორც პიჩიჩის, ასევე სამორას ჯილდოების მოგება? – 2009/10
9. რომელი ქალაქის გუნდმა გამოაგდო “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1949/50 წლების გათამაშებიდან? – სანტანდერი
10. რამდენ მატჩში წვრთნიდა ხოაკიმ რიფე “ბარსელონას”? – 40
საუკეთესო ათეული
ZuraSharashenidze – 55
levani_2000 – 45
dato29dato – 45
╚►ツ »Mr. NiCkK™ – 42
barca_dato – 38
GIO-PEP – 37
winner – 32
Shiuk – 32
Rally8 – 27
i_am_cule – 26
ნოემბრის თვის ვიქტორინის მე-3 ტურის შეკითხვები დაიდება დღეს, ზუსტად 20 საათზე.