კატალონიის “ბარსელონას” ჩილელმა მეკარემ, კლაუდიო ბრავომ განაცხადა, რომ მისი კოლეგა, ურუგვაელი ლუის სუარესი ყოველ ვარჯიშზე პროგრესირებს და საუკეთესო შედეგს აჩვენებს.
“ლუისი – ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის. ის ყოველდღე პროგრესირებს.” – განაცხადა, ბრავომ.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში “ბარსელონამ” მძიმე ბრძოლაში “ალმერიას” სძლია (1:2), შეხვედრაში ურუგვაელმა ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.