“ბარსელონას” ფეხბურთელები 2 კვირას თავიაანთ ნაკრებებში გაატარებენ, სადაც ისინი ორ მატჩს ჩაატარებენ. 5 ფეხბურთელი (ბარტრა, პიკე, ალბა, ბუსკეტსი და პედრო), ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ბელორუსიას დაუპირისპირდება და გერმანიას ახმანაგურად გაეჯიბრება. რაკიტიჩისა და ჰალილოვიჩის ხორვატია მესისა და მასკერანოს არგენტინასთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. გარდა ამისა, ხორვატია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს გამართავს იტალიასთან.
არგენტინა, ხორვატიის გარდა, პორტუგალიასთანაც გამართავს თამაშს. ნეიმარი, ბრააზილიასთან ერთად, თურქეთსა და ავსტრიას დაუპირისპირდება. ლუის სუარესი, რომელიც გამოძახებულია ურუგვაის ნაკრებში, კოსტა რიკასა და ბრავოს ჩილესთან ითამაშებს. ჩილე მეორე შეხვედრას ვენესუელას წინააღმდეგ ჩაატარებს. რაფინია,ბრაზილიის ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად, ჩინეთის, სამხრეთ კორეასა და ავსტრალიას დაუპირისპირდება.
მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, გერმანაისთან (U-21) ერთად, ჰოლანდიასთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან გააგორებს ბურთს. ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრები, რომელშიც სამპერი, სანდრო და მუნირი თამაშობენ, ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრებს დაუპირისპირდება.
ოთხშაბათი, 12 ნოემბერი
22:30 – თურქეთი-ბრაზილია
23:30 – ესპანეთი-ბელგია (U-21)
00:00 – არენტინა-ხორვატია
ხუთშაბათი, 13 ნოემბერი
05:00 – გერმანია-გოლანდია (U-21)
15:00 – ურუგვაი-კოსტა რიკა
პარასკევი, 14 ნოემბერი
15:00 – ჩილე-ვენესუელა
შაბათი, 15 ნოემბერი
23:45 – ესპანეთი-ბელორუსია
კვირა, 16 ნოემბერი
23:45 – იტალია-ხორვატია
სამშაბათი, 18 ნოემბერი
21:00 – ავსტრია-ბრაზილია
21:00 – ჩეხეთი-გერმანია (U-21)
23:45 – ესპანეთი-გერმანია
00:00 – არგენტინა-პორტუგალია
15:00 – ჩილე-ურუგვაი