წარმოგიდგენთ ნოემბრის თვის ვიქტორინის პირველი ეტაპის კითხვებს და შეგახსენებთ ვიქტორინის წესებს.
თვის 1, 8 და 15 რიცხვში, 20 საათზე, საიტზე გამოქვეყნდება 10-10 კითხვა. ყოველ კითხვას მინიჭებული აქვს შესაბამისი ქულა. ტურში ყველაზე მეტი ქულის მომგროვებელი მომხმარებელი მონაწილეობას მიიღებს ფინალურ ტურში, რომელიც დაიწყება 22 რიცხვში. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ მომხმარებელს, რომელიც პასუხებს პირველი გამოაგზავნის. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს 3 ტურში გამარჯვებული 3 მომხმარებელი შეეჯიბრება. ფინალურ ტურში გამარჯვებული მიიღებს Mantis.ge-ს მიერ დაწესებულ პრიზს, “ბარსელონას” მაისურს.
ნოემბრის თვის მე-2 ეტაპის კითხვები:
1. რომელ გუნდს გაუტანა ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი?
2. “ბარსელონას” რომელ ფეხბურთელს მოუგია ესპანეთის ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ?
3. რამდენი ყვითელი ბარათი მიიღეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა ესპანეთის თასის 2012/13 წლების გათამაშებაში?
4. “ბარსელონას” რომელმა ფეხბურთელმა მოიგო პირველად “ოქროს ბურთი”?
5. ვინ იყო “ბარსელონას” 11 ნომერი ნეიმარამდე?
6. ვინ არის “ბარსელონას” ფუტსალის გუნდის მთავარი მწვრთნელი?
7. ვინ იყო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ფრანკ რაიკარდამდე?
8. პირველად რომელ სეზონში მოახერხეს “ბარსელონას” ფეხბურთელებმა როგორც პიჩიჩის, ასევე სამორას ჯილდოების მოგება?
9. რომელი ქალაქის გუნდმა გამოაგდო “ბარსელონა” ესპანეთის თასის 1949/50 წლების გათამაშებიდან?
10. რამდენ მატჩში წვრთნიდა ხოაკიმ რიფე “ბარსელონას”?
პასუხები ადმინისტრატორს უნდა მიწეროთ ამ ბმულის გამოყენებით: http://barcamania.ge/index.php?do=pm&doaction=newpm&user=1
გაითვალისწინეთ: ყველა პასუხი უნდა მოაქციოთ ერთ შეტყობინებაში. ცალ-ცალკე გამოგზავნილი პასუხები არ მიიღება. შეტყობინებაში უნდა მიუთითოთ მხოლოდ კითხვის ნომერი და მის გასწვრივ პასუხი. ერთი მომხმარებლისგან შეიძლება პასუხების მხოლოდ ერთხელ გაგზავნა. თუ დაფიქსირდა შემთხვევა, რომ რომელიმე მომხმარებელმა პასუხები 2 ან მეტი ნიკით გააგზავნა, არცერთი პასუხი არ მიიღება.
პასუხების მიღების ბოლო ვადაა 14 ნოემბერი.