– მესიმ ”აიაქსოსთვის” ორი გოლის გატანა შესძლო. იგი 71 გატანილი გოლით რაულს გაუნთანაბრდა.
– ”ბარსამ” ორჯერ მეტი დარტყმა განახორციელა კარისკენ, ვიდრე ჰოლანდიურმა კლუბმა. კატალონიელებმა 14-ჯერ დაარტყეს კარში (აქედან 8 კარში წავიდა). ”აიაქსმა” კი 7-ჯერ (აქედან ერთი კარში წავიდა).
– გუნდმა ოთხი მატჩის შემდეგ გაინაღდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. კატალონიურ გრანდს ორი ჯგუფურ ეტაპის ორი მატჩში ელის ”პსჟ-ს” და აპოელის” წინააღმდეგ.
– ჩავიმ ყველაზე მეტი ირბინა გუშინდელ შეხვედრაში 11,195 მეტრი. მას მოყვება სერხიო ბუსკეტსი 11,032 და ლუის სუარესი 10,605 მეტრით.
– გუშინ კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. გუნდს ”ჩემპიონთა ლიგაზე” ყველაზე მეტი გასვლითი მატჩი აქვს მოგებული (41). აქამდე ყველაზე მედი გასვლითი მატჩი მადრიდის ”რეალსა” და ”მანჩესტერ უნაიტედს” ჰქონდათ მოგებული.
– გასულ საღამოს, ”ამსტერდამ არენამ” პირველად იხილა ჰოლანდიაში ”ბარსას” გამარჯვება.
– ”ბარსა” ზედიზედ 15 სეზონია წარმატებით ასპარეზობს ჯგუფურ ეტაპზე. 2000-01 წლის ”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპი კატალონიურმა გრანდმა ვერ დასძლია.
– ჩავიმ 150-ე მატჩი ჩაატარა ”ჩემპიონთა ლიგაზე”.